დაკავება ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავეს. დაკავებული სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ოჯახში ჩადენილი ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ არაერთგზის მუქარის ბრალდებით იძებნებოდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. ბრალდებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.