დაკავება ოჯახის წევრის მკვლელობის ბრალდებით
ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 2000 წელს დაბადებული პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს – 2003 წელს დაბადებულ პირს, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.