დაკავება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. აღნიშნული პირი ძარცვისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ბათუმში ყოფილ მეუღლეს – 1991 წელს დაბადებულ პირს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.