შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. აღნიშნული პირი ძარცვისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ბათუმში ყოფილ მეუღლეს – 1991 წელს დაბადებულ პირს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.