დაკავება ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლებთან ერთად, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული პირი დააკავეს. პოლიციამ ბრალდებული სახელმწიფო საზღვარზე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგოდ შემოტანის ფაქტზე დააკავა. ბრალი 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.