დაკავება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვის ბრალდებით
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, რომელიც წარსულში ნასამართლევია. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბურიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 25 ძირი მცენარე კანაფი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.