დაკავება მკვლელობის ბრალდებით

12:28, 10.11.2026

პოლიციამ 2024 წელს, წიწამურში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი. გამოძიების ინფორმაციით, 2024 წლის 5 ნოემბერს, ბრალდებულმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურში, საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ შეძენილი ხელყუმბარა წინასწარ დაამონტაჟა და აღნიშნულ ადგილზე ორი მოქალაქე მიიყვანა, რის შემდეგაც ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. აფეთქების შედეგად ერთ-ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე სხეულის მძიმე დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული 9 ნოემბერს, თბილისში დააკავეს. დანაშაული 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი