დაკავება ნარკოტიკების შემოტანის ბრალდებით
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს. სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას „პრეგაბალინი“ და „კოკაინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს საბაჟო დეპარტამენტის და აჭარის პოლიციის თანამშრომლებმა.
დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.