დაკავება ნარკოტიკების შეძენა-რეალიზაციის ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს 55 შეკვრა სარეალიზაციოდ დაფასოებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“. დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო მასალები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.