დაკავება ნარკოტიკების შეძენა-რეალიზაციის ბრალდებით

18:32, 08.07.2026

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, შვიდი პირი დააკავეს. მათ შორის არიან  როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და საკარმიდამო ნაკვეთების  ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია „მეთადონი“, „ბუპრენორფინი“, 201 ძირი „მცენარე კანაფი“, 143 შეკვრად დაფასოებული „ტეტრაჰიდროკანაბინოლი”, „გამომშრალი მარიხუანა“ „ბაკლოფენი“ და „გაბაპენტინი“.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი