დაკავება ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით

12:29, 10.02.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა თბილისში, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 30 შეკვრა სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი