დაკავება ნარკორეალიზების ხელშეწყობის ბრალდებით
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1974 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი ბათუმში დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები „მეთადონი” და გამომშრალი „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.