დაკავება ნარკორეალიზატორობის ბრალდებით
კიდევ ერთი მასშტაბური ოპერაცია ნარკოდანაშაულის აღსაკვეთად.
მთელი ქვეყნის მასშტაბით დაკავებულია 50 ადამიანი. მათ შორის რამდენიმე უცხოეთის მოქალაქეა. სხვადასხვა ადგილზე ჩატარებული ოპერაციის შედეგად აყვანილებს ნარკოტიკების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონოდ შეძენა-შენახვას, რეალიზაციას და რეალიზაციის ხელშეწყობას ედავებიან. გამოძიება მტკიცებულებად ასახელებს ფარულ აუდიო-ვიდეო მასალებს და ჩხრეკის შედეგად ამოღებულ თუ სარეალიზაციოდ გამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებს, ასევე თანხას და დაფასოებისთვის საჭირო მასალებს. საგამოძიებო მასალების მიხედვით, ნარკოტიკებს სხვადასხვა მეთოდით ჰყიდდნენ.
დაკავებულების უფლებადამცველთა ნაწილი ბრალდების კვალიფიკაციას არ ეთანხმება.