ნარკორეალიზაციის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა პოლიციამ. იორდანიის მოქალაქეს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მოსამართლის განჩინების საფუძველზე არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს სამართალდამცველებმა, რითაც დადგინდა, რომ ის ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ ბრალდებულისგან რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. გამოძიება მარიხუანას უკანონო რეალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს.