დაკავება ნარკოდანაშაულისთვის

ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული არიან: 1975 წელს დაბადებული პირები, მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.  ერთ-ერთი დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 303 აბი. პოლიციამ მეორე დაკავებულის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის ჩხრეკისას კი, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 112 აბი ამოიღო. დანაშაული 8-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მოამბე

დატოვე კომენტარი