დაკავება ნარკოდანაშაულის ფაქტზე
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 2001 წელს დაბადებული პირი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის ხელბარგის შემოწმების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგებალინის“ შემცველი 212 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.