შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის ჯგუფურად, უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის, ჯგუფურად რეალიზაციის ხელშეწყობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ორი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ავტომობილისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ სხვადასხვა ადგილას განთავსებული, 10 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, ნარკოტიკული საშუალების შემცველი 15 ძირი „მცენარე კანაფი“, ორი პისტოლეტი, მჭიდი და 14 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაულები 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.