დაკავება ნარკოდანაშაულის ფაქტზე
ორგანიზებული ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, უცხო ქვეყნის ექვსი მოქალაქე დააკავეს. გამოძიების ინოფრმაციით, მათ თბილისის სხვადასხვა უბანში, ნაქირავებ ბინებში მოწყობილი ჰქონდათ სპეციალური სათბური, სადაც შემდგომი რეალიზაციის მიზნით, „კანაფის“ უკანონო მოყვანასა და კულტივირებას ახდენდნენ. ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „კოკაინი“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, მცენარე „კანაფი“ და გამომშრალი „მარიხუანა“. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.