დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის, დამხმარე ნაგებობისა და სახლის მიმდებარე ტერიტორიის ჩხრეკის შედეგად, 712 გრამი „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.