დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

ნარკოდანაშაულის ბრალდებით, თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს, თურქეთში მოქმედი ე. წ. ბარიშ ბოიუნის კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან. მათ ბრალი ედებათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში. სამართალდამცველებმა  ჩხრეკისას, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი აბები ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის არის „მდმა“, „მარიხუანა“, „პრეგაბალინი“ და „გაბაპენტინი“.
დანაშაული რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.