დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

15:15, 14.10.2025

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა, მათ შორის – ორი თურქეთის მოქალაქე. საუბარია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებაზე. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ავტომობილისა და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: 74 შეკვრად დაფასოებული „ამფეტამინი“, „მეთადონი“ და „მარიხუანა“. ასევე ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. დანაშაულები 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი