დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, ზუგდიდში მცხოვრები, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა. საუბარია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობაზე.  სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, ბათუმში ერთ-ერთი ადგილიდან, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 112 შეკვრა „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.