დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

12:12, 19.09.2025

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს და ერთი არასრულწლოვანი ამხილეს. საუბარია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებაზე. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“, „გამომშრალი მარიხუანა“, „მეთადონი“ და „სუბოტექსტი“. დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი