დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით
პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საზღვარგარეთ ყოფნისას, უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობის, სამ კილოგრამზე მეტი „ტეტრა-ჰიდრო-კანაბი-ნოლის“ შემცველი ნივთიერება, რაც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოში უკანონოდ შემოიტანა. წარდგენილი ბრალი 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.