განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად სპეციალურად მოწყობილი ე.წ გროუბოქსებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფის 33 ძირი.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.