დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ცს შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს შპს „ენგურჰესის“ ობიექტების დაცვის განყოფილების უმცროსმა ინსპექტორმა, 1981 წელს დაბადებულმა პირმა, უკანონოდ შეიძინა და ასევე, უკანონოდ ინახავდა „მეთადონის“ შემცველ ნარკოტიკულ საშუალებას. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.