დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის, დამხმარე ნაგებობისა და საკარმიდამო მიწის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს, დაკავებულის მიერ დათესილი და კულტივირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 200-მდე ძირი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე „კანაფი“.

დანაშაული ექვსიდან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს.