დაკავება ქრთამის აღების ბრალდებით
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქრთამის მიცემისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „დარიალის“ გადაკვეთისას, სავალდებულო საზღვრის კონტროლის გავლის დროს, გაყალბებული დოკუმენტები წარადგინა და მესაზღვრეს ქრთამის სახით თანხა შესთავაზა. დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.