დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით
ნარკორეალიზაციის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს თბილისში.
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას, რეალიზაციის მომზადებას და რეალიზაციის მცდელობას ედავება გამოძიება. პირადი ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ადგილებიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული 5 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.