დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. საპოლიციო მოქმედებები დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.
დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.