დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა. საუბარია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ბრალდებაზე. გამოძიებით დადგინდა, რომ იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორმა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ორ მოქალაქეზე მოახდინა ნარკოტიკული საშუალება „მორფინის“ უკანონო რეალიზაცია. მოქალაქეების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს „მორფინი“ და „ბუპრენორფინი“, რომელთაც ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ. დანაშაული 12-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.