ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, პოლიციამ თბილისში ერთი პირი დააკავა. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ადგილებიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული 34 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.