დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ფაქტებზე ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი რუსეთის მოქალაქე. ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეთადონი“, „გამომშრალი მარიხუანა“, „ტეტრა ჰიდრო კანაბინოლის“ შემცველი მასა და მცენარე კანაფი, ასევე, ნარკოტიკული საშუალებების დათესვა-მოყვანისთვის საჭირო მასალები.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.