დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით
პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბელარუსის 3 მოქალაქე დააკავა.
საუბარია წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებაზე. სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის და კულტივირებისთვის საჭირო მასალები. გამოძიების ფარგლებში, ასევე, ამოღებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და ბათუმში, 17 სხვადასხვა ლოკაციაზე შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, ერთ-ერთი ბრალდებულის მობილურ ტელეფონში კი აღმოჩენილია აღნიშნული ლოკაციების ფოტოსურათები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.