დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით
ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა ედება ბრალად. სამართალდამცველებმა, თბილისის აეროპორტში, მისი ბარგის შემოწმების შედეგად, საკონდიტრო პროდუქტის შეფუთვებში დამალული, 2 კილოგრამამდე ნივთიერება აღმოაჩინეს, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს: „მეტადონს“, „მდმა“-ს , ასევე, ფსიქოტროპულ ნივთიერება „კეტამინს“ შეიცავს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.