ნარკოდანაშაულის ბრალდებით, საპატრულო პოლიციამ უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა. საუბარია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების მომზადებისა და გასაღების მცდელობის ფაქტებზე. სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებულის პირადი, დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“. ასევე ნარკოტიკული საშუალება „მეთადონია“ ამოღებული მეორე დაკავებულის ავტომობილის ჩხრეკის შედეგად. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.