დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

12:26, 16.06.2025

ხელვაჩაურში თურქეთის მოქალაქე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. მას გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის მცდელობას ედავება. სამართალდამცავებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში, მისთვის უცხოეთიდან საქართველოში გამოგზავნილი ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს, რის შემდეგაც დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია ქილებში დამალული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი