სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.