დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით დაკავებულები არიან მოლდოვასა და თურქეთის მოქალაქეები.

ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისა და მითითებული ლოკაციიდან, ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის და დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტროსასწორები. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.