შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, დამზადების, გასაღების, გასაღების მომზადებისა და მცდელობის ბრალდებით, დაკავებულები არიან რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეები. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად და ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები „მეთადონი“, „ემდიემეი“ და ფსიქოტროპული ნივთიერებები. დანაშაულები 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.