დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით 

ტკბილეულის შესაფუთ ქაღალდებში დამალული ნარკოტიკები – დაკავებულია უკრაინის მოქალაქე, რომელსაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას და რეალიზაციის მცდელობას ედავებიან.

გამოძიების მასალების მიხედვით, 23 წლის მოქალაქეს დაფასოებული ნარკოტიკები გაყიდვის მიზნით სხვადასხვა ადგილზე ჰქონდა განთავსებული. დაკავების ოპერაცია ბათუმთან ჩატარდა. ბოლო პერიოდში ჩატარებული სპეცოპერაცია აჩვენებს, რომ ნარკოტიკების ამ ფორმით რეალიზაციის მეთოდი სიახლე არ არის.