შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების მომზადების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით დაკავებულია საქართველოს, რუსეთისა და იორდანიის ოთხი მოქალაქე. დანაშაულები 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.