სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეტექტივებმა და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს. მათ ბრალი ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მომზადებაში. დაკავებულების პირადი ავტომობილის ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 50 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.