კახეთის პოლიციამ ორი ნარკორეალიზატორი დააკავა.
საუბარია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების და გასაღების მცდელობის ბრალდებაზე. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონოდ გასაღების ბრალდებით დაკავებულისგან, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ასევე, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად და მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები ჰეროინი და „გამომშრალი მარიხუანა“. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.