დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

15:25, 17.04.2025

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ყაზახეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავა.

საუბარია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების მომზადების, ასევე მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მომზადების ფაქტებზე. დაკავებულების პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, 34 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი