დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით 

აჭარის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა. მათ პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: „მეტადონი“, „ალფა პვპ“ და ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.