დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ მამაკაცმა სარფის საბაჟო პუნქტის გავლით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი უკანონოდ შემოიტანა. სამართალდამცველებმა ბრალდებული აჭარაში დააკავეს. გამოძიების ცნობით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია: 105 აბი “სუბოქსინი” და ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.