დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით
ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ფაქტებზე, სამი პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილის, საცხოვრებელი სახლის ეზოს და დროებით სარგებლობაში არსებული ფერმის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, მათ შორის, „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.