დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულისგან რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“. დანაშაული ათ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.