დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით 

21:18, 05.10.2026

სამალავებში შენახული უპრეცენდენტოდ დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებები.

ამოღებულია 40 კილოგრამამდე ნარკოტიკი. სპეცოპერაცია აჭარასა და იმერეთში ჩატარდა. რაიონში ჩატარდა. გამოძიების მასალების მიხედვით, სამალავები რამდენიმე რაიონში, მათ შორის ხელვაჩაურის და წყალტუბოს რაიონებში იყო მოწყობილი. საქმეს ორი ფიგურანტი ჰყავს. ორივე უცხოეთის მოქალაქეა. გამოძიება ამბობს, რომ ბრალდებულები ნარკოტიკების რეალიზაციით იყვნენ დაკავებულები. ირკვევა, რომ მათ ნარკოტიკული საშუალებების ნაწილის გაყიდვა უკვე მოახერხეს. რეალიზაცია სამალავების დასურათებით ხდებოდა. გავრცელებული მასალებით ჩანს, რომ დაკავებულებმა სამართალდამცავებს ნარკოტიკების შესანახი ადგილები თავადვე აჩვენეს.

 

მსგავსი